გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნება

2-06-2020

სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წარმომადგენელი ვახტანგ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 8 ივნისიდან გაიხსნება. როგორც მან Imedinews-ს განუცხადა, ინფორმაცია ამ ბიზნესის გახსნის შესახებ ასოციაციას ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს.


მისი თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის სავალუტო ჯიხურების საქმიანობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები გაწერილი არ არის.


„თუმცა ეს ობიექტები იგივე წესებით იმუშავებს, როგორც საფინანსო ორგანიზაციები, რადგან ფულის გადაცვლის ოპერაციებს ასრულებენ“, - განმარტა ვახტანგ გრიგალაშვილმა.


სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 800 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობა შეჩერდა.


მთავრობის დადგენილებით, სავალუტო ჯიხურების საქმიანობა 31 მარტს შეჩერდა.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031