გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ბალტიის ქვეყნებიდან ტურისტები ჩამოვლენ

3-06-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ტაავი აასთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში. ნათია თურნავამ ესტონელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მზაობაზე, პირველი ივლისიდან გახსნას საკუთარი ტურისტული ბაზარი საერთაშორისო მოგზაურებისთვის და მათ უსაფრთხო დასვენების პირობები შესთავაზოს.

როგორც ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, საქართველო ძალიან კარგად პასუხობს უსაფრთხოების ყველა ნორმას. მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ბალტიის ქვეყნებიდან, მათ შორის, ესტონეთიდან ტურისტები ჩამოვლენ და ასევე ჩვენი მოქალაქეებიც შეძლებენ ესტონეთს ესტუმრონ.

„ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ევროპული ქვეყნების მინისტრებთან, განსაკუთრებით მათთან, რომლებიც ტურიზმისა და სატრანსპორტო საკითხებს კურირებენ. ამ საუბრების ფარგლებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გავხსნათ ჩვენი ქვეყნები ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი და საქართველოს ელჩი ესტონეთში არჩილ ყარაულაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთმა უკვე გამოაქვეყნა კრიტერიუმები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ქვეყანამ, თუკი ესტონეთთან სატრანსპორტო და ტურისტული კავშირების აღდგენას გეგმავს. ესტონეთში ორკვირიანი კარანტინის გავლისგან თავისუფალია პირი, რომელიც ჩამოვა ისეთი ქვეყნიდან, სადაც ბოლო 14 დრის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეგისტრაციის შემთხვევათა რაოდენობა არ აღემატება 15-ს ყოველ 100,000 კაცზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031