გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ჭიშკარი სოფელ აბრევთან, რომელიც საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ დედა-შვილს ჰყოფს

27-03-2018

მავთულხლართები

აბრევი საზღვრისპირა სოფელია, სადაც ცოლ-ქმარი ნინო ოდიშვილი და ვოვა ბოლოთაევი ცხოვრობენ. მათ საკუთარი სახლი, რომელიც სოფელ მსხალებში ჰქონდათ, დაენგრათ და იძულებული გახდნენ საცხოვრებლად აბრევში გადასულიყვნენ. აბრევსაც და მსხალებსაც ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს. მათ შესახებ სტატიას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

სოფელი აბრევი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოსთან "ჭიშკრით" არის გამიჯნული. მათ შორის მანძილი 500 მეტრამდეა. ჭიკშრის მეორე მხარეს კი ნინო ოდიშვილის დედა ნუნუ ოდიშვილი ცხოვრობს. 

"ჩემი შვილი, ოჯახთან ერთად, მაგ სოფელში ცხოვრობს. უფრო სწორად, მანამდე მსხალებში ცხოვრობდა. იქ მეწყერი ჩამოწვა, სახლი სულ დაენგრათ და იძულებული გახდნენ აბრევში გადასულიყვნენ საცხოვრებლად. აბრევში ისეთ ძველ სახლში ცხოვრობენ, გული მეწვის მათი მდგომარეობით. 2008 წლის ომამდე მივდიოდი ხოლმე. ქვემო ჭალის მიკროავტობუსს მივდევდი, რომელიც საკორინთლომდე ადიოდა. საკორინთლოდან კი, ფეხით დავადგებოდი გზას ხოლმე. 2008 წლის ომის მერე აღარ მიშვებენ", - ამბობს ნუნუ ოდიშვილი.

შვილის სანახავად აბრევში წასული დედა ოკუპანტებმა ერთხელ უკვე დააკავეს. 

"ერთხელ ავიღე ჩანთა, ჩავაწყე შაქარი, ზეთი, რაღაც საჭმელები და დავადექი გზას. ჩემი შვილისა და შვილიშვილების ნახვა მინდოდა, მაგრამ დამიჭირეს. ამოვყავი თავი წინაგარაში. ჩემი სიძე ეხვეწებოდა, ავადმყოფი ქალია, ნუ ჩასვავთ იზოლატორშიო. გადამიხადა ჯარიმა სიძემ და მეორე დღესვე გამომიშვეს. მეგონა მოკლეზე გადავიდოდი ჩემი შვილის სანახავად, მაგრამ გრძელი გზა გამომივიდა. მომატარეს მერე მთელი სოფლები. ერგნეთში გადმოსცეს ჩემი თავი პოლიციას. მერე იქაც დაკითხვები და მოკლედ ძლივს დავბრუნდი სახლში“ - იხსენებს ნუნუ ოდიშვილი.

ცხინვალთან გაკეთებული მავთულხლართებისა და სხვა სახის დამაბრკოლებელი ბარიერების გამო, უამრავი ადამიანი ახლობლებს ვერ ნახულოს. ხშირად, რუსი ოკუპანტები და დეფაქტო სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები, საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ტერიტორიიდან იტაცებენ. 



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930