3-06-2020
ცოტა ხნის წინ სროლა იყო ვაკეში. ზოგიერთი ინფორმაციით, გასროლა ე.წ. ქუჩურ გარჩევას მოჰყვა.
თვითმხილველის თქმით, ადგილზე 5 ავტომობილი იყო მისული, რომლებმაც გაისროლეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
არიან დაჭრილებიც. რომლებიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
“ზედიზედ რამდენიმე გასროლა იყო. სანაგვეებთან ხდებოდა… გასროლის ხმა ყველამ გაიგო. ორჯერ გავიგეთ სროლის ხმა. დავიყვირეთ პოლიციას დაურეკეთ-მეთქი და ეტყობა გაიგეს და წავიდნენ” – აცხადებს თვითმხილველი.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 117-ე და 236 მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, დაახლოებით ერთი თვის წინ ასევე ბაგებში კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირება იყო. გავრცელებული ინფორმაციით მაშინ ტყუპების მეტსახელით ცნობილი ძმები ფეიქრიშვილებიდან ერთ-ერთი – გოგა ფეიქრიშვილი დაიჭრა.. არის თუ არა ეს შემთხვევაც ამ დაპირისპირების გაგრძელება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მაშინაც სროლა დაახლობით ამ ტერიტორიაზე იყო.