გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მაღალმთიანი რეგიონებისთვის 22 „ჯიპის“ ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანაა გათვალისწინებული

27-03-2018


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა.

მისივე თქმით, დღეისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკში სულ 232 ახალი სამედიცინო წესით აღჭურვილ სპეცმანქანაა.

 

„რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა. განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ მაღალმთიანი რეგიონებისთვის 22 „ჯიპის“ ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანა არის გათვალისწინებული.

დღეისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი სულ 232 ახალ, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილ სპეცმანქანას ითვლის, მათ შორის არის რეანომობილები, საშუალო და მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები და მოგეხსენებათ, რომ ავტოპარკის განახლება, მართლაც, მნიშვნელოვანი კომპონენტია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გასაუმჯობესებლად“- განაცხადა პრემიერმა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031