7-06-2020
ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარ ტოკაევის პრესმდივანს, ბერიკ უალის კორონავირუსი დაუდასტურდა.
“ძვირფასო მეგობრებო!
სამწუხაროდ, უნდა მოგახსენოთ, რომ ყველა რეკომენდაციების დაცვის მიუხედავად, ბოლო ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. ამ დროისთვის ვიმყოფები საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აქვე მოგახსენებთ, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მთავრობის მეთაური რეგულარულად გადის ტესტირებას.
ყველას მოგიწოდებთ, მკაცრად დაიცვათ საკარანტინო რეჟი და გაუფრთხილდეთ საკუთარს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობას. არ შეიძლება პანდემიას არასერიოზულად მიუდგეთ. თავს გაუფრთხილდით!” – წერს ბერიკ უალი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.