გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია ტურიზმის გახსნაზე: ამ ეტაპზე ბალტიისპირეთის ქვეყნებთან-პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

10-06-2020

 

ჩვენ ასჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევაა - არაპროგნოზირებადობა. ჩვენ სამუშაო დონეზე ყველაფერი გვაქვს მზად, საქართველო, თავის მხრივ, ყველაფრისთვის მზადაა, რომ მიიღოს მწვანე რეგიონებიდან ტურისტები, როგროც ჩვენ ვართ Covid-19-ისგან სუფთა ქვეყანა რადგან ვისწავლეთ და ვმართავთ ინფექციის განვითარებას, ვისწავლეთ მისი მკურნალობა, გავრცელების რისკების შეფასება. იმისთვის რომ შევინარჩუნოთ ეს მიღწევები, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და იმისთვის, რომ ერთობლივი მიღწევები რისკის ქვეშ არ დავაყენოთ უნდა გადავდგათ უკიდურესად გონივრული ნაბიჯები, ფრთხილი, ერთბაშად არაფრის მოხსნა იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ტურიზმს შეეხებოდა.

 

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან.

 

 

„ფერმერებთან შეხვედრისას ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - ისრაელთან, ყველაფერი ხელმოსაწერად მზად არის, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გართულდა ისრაელში და ჩვენ ყველა ერთად დავსხედით და ვთქვით, რომ ეს უნდა გადავდოთ, დაველოდოთ, სანამ იქაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება აქტიურად ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან, თუმცა იქ არის შიდა ევროპული პროცესი, რომლის გადაწყვეტილებებიც უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენც ნაბიჯებს გადავდგამთ, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენთვის პირველ რიგში ყველაზე დიდი ფასეულობაა ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება, ის, რაც შევძელით და ეკონომიკა ნელ-ნელა, ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსენით, ამ მიღწევებს ჩვენ კითხვის ნიშნის და რისკის ქვეშ ვერ და არ დავაყენებთ, თუმცა საქართველო იქნება ყველაზე მწვანე ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930