28-03-2018
რეჟისორ ზაზა ურუშაძის ქართულ-ესტონური ფილმი „მანდარინები“ პორტალ IMDb-ის ვერსიით 250 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა.
საიტის მონაცემებით, „მანდარინების“ რეიტინგია 8.0 და ამ დროისთვის ის 243-ე ადგილზეა.
2013 წელს გადაღებულ ფილმს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. 2015 წელს „მანდარინები“ ოსკარზეც იყო წარდგენილი – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.
IMDb-ის მონაცემებით, საუკეთესო ფილმების რეიტინგში პირველ ადგილზეა „გაქცევა შოუშენკიდან“.