გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ჯერ არაფერი დაგვიმარცხებია და სამწუხაროდ, ეს ვირუსი ჯერ კიდევ ჩვენთან არის, აწი რა იქნება თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული

12-06-2020

"რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი დარჩა კიდევ საზღვარგარეთ, ბევრთან სახელმწიფოს დახმარების ხელი შეიძლება ვერ მივიდა, ყველასთან მივალთ ამას დრო სჭირდება. ყველას ხომ გვესმის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტი ეკონომიკის ქვეყანა ვართ და ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამშობლოში ჩამოყვანილ მოქალაქეებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, დამსაქმებელმა კომპანიებმა უნდა იგრძნონ სოციალური პასუხისმგებლობა და ხალხს შეუქმნან ისეთი შრომის პირობები, რომ ვირუსის გავრცელების რისკი სამუშაო ადგილებზე არ იყოს.

„სამართლიანობა და ეფექტურობა ეს იყო ის გასაღები რითაც ჩვენ შევძელით ამ ვირუსთან დღემდე, ჯერ-ჯერობით ნორმალურად გამკლავება. აწი რა იქნება ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. არაფერი არ დაგვიმარცხებია ჯერ, არაფერი ლიკვიდირებული არ არის და სამწუხაროდ ეს ვირუსი ჯერ კიდევ ჩვენთან არის. უნდა მივეჩვიოთ ამასთან ცხოვრებას, მოგვიწევს ადაპტაცია. გვეყოლება რაღაც რაოდენობა ინფიცირებული ადამიანების, ჩვენი მოქალაქეებში, რომლებიც ჯანდაცვის სისტემამ სწრაფად უნდა გამოავლინოს, უნდა აღმოაჩინოს სწრაფი და სწორად სტრუქტურირებული ტესტირებების სისტემების საშუალებით, შემდგომ სწრაფად უნდა უმკურნალოს გამართული ჰოსპიტალური სისტემის საშუალებით და სწრაფად დააბრუნოს ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში. კომპანიები, რომლებიც არიან დამსაქმებლები უნდა დახვდნენ პასუხისმგებლიანად თავიანთ დასაქმებულებს, იგრძნონ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა და ამ ხალხს შეუქმნან ისეთი შრომის პირობები, რომ ვირუსის გავრცელების არანაირი შანსი არ იყოს სამუშაო ადგილებზე. არავინ იცის ხვალ რა იქნება, ამიტომ ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ ერთმანეთზე არავინ იზრუნებს ჩვენზე და ეს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს. გამოწვევა არის გლობალური, პანდემია არის გლობალური. ცალკე აღებული სახელმწიფო ამას ვერ მოერევა, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ არ გააკეთებს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე ჯანმრთელობის თვალსაზრისით და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე იმისთვის, რომ ეკონომიკა გავაძლიეროთ და გავხსნათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930