გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: საბედნიეროდ, საკმაოდ კარგი კანონმდებლობა გვაქვს იმისთვის, რომ ყველანაირი შემოსულობა ბიუჯეტში აღირიცხებოდეს

15-06-2020

„ბატონო რომან, საბედნიეროდ, საკმაოდ კარგი კანონმდებლობა გვაქვს იმისთვის, რომ ყველანაირი შემოსულობა ბიუჯეტში აღირიცხებოდეს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ რომან გოცირიძის განცხადების საპასუხოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რა უფლებით იქნა ასახული ბიუჯეტში StopCoV ფონდში მობილიზებული თანხები.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გაწერილია, რომ ეს თანხები შეიძლება დაიხარჯოს მხოლოდ პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის ან მისგან დაზარალებულების დასახმარებლად.

„ეს ფული არის იმისთვის, რომ მოქალაქეებს დავეხმაროთ იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტი საჭიროება იქნება. აღნიშნული 133 მილიონი ლარის წაღების თეორიული შანსი საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს, ვერავინ ამ ფულს უკან ვერ წაიღებს, ეს არის ბიუჯეტში შემოსული თანხა, ესაა StopCoV ფონდის ფული, რომელიც ბიუჯეტში აისახა და მას მაშინ გამოვიყენებთ, როცა ამის საჭიროება დადგება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930