გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
31-დღიანი მკაცრი საკარანტინო მდგომარეობის შემდეგ სოფელი გეტა გაიხსნა

15-06-2020

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სოფელი გეტა გაიხსნა. 31-დღიანი მკაცრი საკარანტინო მდგომარეობის შემდეგ სოფელს წითელი ზონის სტატუსი მოეხსნა.

სოფლის მაცხოვრებლებს მიმოსვლა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეეძლებათ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გეტას შესასვლელთან პატრულირება დღეიდან დაასრულეს.

სოფელში იმყოფებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრა, კარანტინის პერიოდში წესების მკაცრად დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ შეახსენა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

სოფელ გეტას საკარანტინო ზონაში კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევა 16 მაისს დაფიქსირდა. ამ პერიოდის განმავლობაში ეპიდემიოლოგებმა სოფელში PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის კვლევა რამდენჯერმე განახორციელეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელში არაერთი პერევნციული ღონისძიება გაატარა. ყველა ოჯახს მუნიციპალიტეტმა სასურსათო პაკეტები გადასცა. გეტაში ასევე აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია.

აღსანიშნავია, რომ მკაცრი საკარანტინო მდგომარება ნარჩუნდება სოფელ მუშევანში, სადაც მუშაობას ეპიემიოლოგები კვლავ აქტიურად გააგრძელებენ.

,,31- დღიანი მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შემდეგ სოფელი გეტა დღეს გაიხსნა. ადგილზე ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ეპიდემიოლოგები სისტემატიურად ახორციელებდნენ კვლევით სამუშაოებს. რამდენჯერმე განხორციელდა მოსახლეობიდან ბილოგიური ნიმუშების აღება. გახსნამდე კი, ეპიდსიტუაციის კონტროლის მიზნით, კიდევ ერთხელ გაიტესტა სამიზნე ჯგუფები, ტესტირების დადებითმა შედეგებმა კი საშუალება მოგვცა სოფლისთვის წითელი ზონის სტატუსი მოგვეხსნა. საკარანტინო მდგომარეობის პერიოდში მუნიციპალიტეტი მოსახლეობას სასურსათო პაკეტებით ეხმარებოდა, გეტაში სისტემატიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანიაც. მადლობა მინდა გადავუხადო სოფლის მოსახლეობას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და წესების ზედმიწევნით დაცვისთვის. ასევე მსურს მადლიერება გამოვხატო საპატრულო პოლიციიის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც 24 საათის განმავლობაში სოფლის საზღვრებს აქტიურად აკონტროლებდნენ. დღეიდან ადგილობრივები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930