15-06-2020
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი კონგრესმენ დონ ბეიკონის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„საქართველო ჩვენი მეგობარია, ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია...“ ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი დონ ბეიკონი...ძნელია არ დაიჯერო ეს სიტყვები..თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ 13 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტიც, სადაც საუბარია საქართველო-აშშ-ს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, საქრთველოს მიღწევებსა და აშშ-ს დახმარებებზე და ორივე ქვეყნის პარტნიორულ და საამაყო ურთიერთობებზე...მაგრამ, ამ წერილმა თავიდან ყურადრება მიიქცია, განსაკუთრებითკი მას შემდეგ, რაც მასში კონტექსიდან ამოვარდნილი, ალოგიკური და აბსურდული წინადადება გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილზე. ცოტა არ იყოს და დარცხვენილმა კონგრესმენი არათუ გაემიჯნა ამ აბსუდს, არამედ პირდაპირ განაცხადა, შემდეგი: „მე ამ დოკუმენტის ეს ნაწილი არ დამიწერია. ჩვენ ტექნიკური ექსპერტები ავიყვანეთ, რომლებიც დაგვეხმარნენ დოკუმენტის შედგენაში. მე ამ დოკუმენტის სტრატეგიული ნაწილით ვიყავი დაკავებული. ჩვენ საქართველოსთან ახლო ურთიერთობები გვსურს. საქართველო ჩვენი მეგობარია. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია..”
მძიმეა ამის მოსმენა, მაგრამ იქნებ თავიდანვე და კარგად გაგერკვიათ ვინ არიან ეს ტექნიკური ექსპერტები? იქნებ მეტი ყურადრებით მოკიდებოდით იმას თუ რაზე აწერთ ხელს? ჩვენ კი პირდაპირ გეტყვით, რომ მიუხედავად მავნებელთა მცდელობისა ვერავინ ვერ შეიტანს ბზარს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებში, მითუმეტეს ჩვენ ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით ამ ბორტმოქმედთა ვინაობა-საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მომართული “ნაციონალური მოძრაობა” თავისი ლობისტებითა და ინტერს ჯგუფბით, მავნებელთა კლასტერი რომელიც ისეა გადამტერებული საკუთარ ხალხზე და საკუთარ სახელმწიფოზე,რომ ყველაფერს იკადრებს!
დარწმუნებული ვარ ასეთი სახის მტრული და არაკეთილსინდისერი წინადადებები თუ ჩანაწერები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომელიც არასდროს ყოფილა ისეთ მაღალ ნიშნულზე, როგორც დღეს არის", - წერს ნიკოლეიშვილი.