გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და ამაზე უკვე არ ღირს

15-06-2020

„ჩვენ, მთელი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილების შეთანხმებულ ცვლილებებს დავუჭერთ მხარს და ჩვენს ამომრჩევლებთან ვიქნებით პირნათელი. მეორე - შევხედავთ სიტუაციას. თუ არ იქნება უაღრესად კრიტიკული სიტუაცია პანდემიის თვალსაზრისით, საერთოდ არ ვილაპარაკებთ არჩევნების თარიღის არანაირ გადაწევაზე , რადგან ჩვენი ინტერესია, ჩატარდეს არჩევნები წესისა და რიგის მიხედვით, როგორც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგლემ, მამუკა მდინარაძემ ტვ “იმედის“ ეთერში.

მისი ინფორმაციით, კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ 45-დან 60 დღემდე ვადაში უნდა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები.

„შესაბამისად, ეს არის მექანიკური პასუხი კითხვაზე, თუ რა იქნება კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამასაც კი დიდი სიმულაციები მოაყოლეს და ამასაც კი სპეკულაციებით ხვდებიან. ჩვენ როგორც კრიზის-მენეჯმენტს ვახორციელებდით აქამდე, შევეცდებით, ჩვენს გმირ ექიმებთან ერთად ბოლომდე ასე განვახორციელოთ, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ იქნა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მხოლოდ რაღაც პერიოდით შეიძლება გადაიწეს არჩევნები“, --განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი მოსაზრებით, არჩევნები იქნება დემოკრატიული და, ბუნებრივია, „ ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რაზეც მისივე თქმით, კამათიც არ ღირს.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031