15-06-2020
გამოვთქვამ იმედს, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება დემოკრატიის ტრიუმფი, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელსაც ის, კოლეგებთან ერთად აქტიურად ადევნებს თვალყურს.
„გვაქვს დიდი იმედი, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს ექნება კიდევ უფრო კარგი საარჩევნო სისტემა. მოველით დემოკრატიულ კონკურენციას პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც გაგვაცნობენ თავიანთ საარჩევნო პროგრამებს და დაასახელებენ კანდიდატებს. გამოვთქვამ იმედს, რომ ეს არჩევნები იქნება დემოკრატიის ტრიუმფი“, - აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.