გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Yonhap: ჩრდილოეთ კორეამ თავის ტერიტორიაზე ორ კორეას შორის კავშირის ოფისი ააფეთქა

16-06-2020

სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ თავის ტერიტორიაზე ორ კორეას შორის კავშირის ოფისი ააფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

„ადგილობრივი დროით 14:49 საათზე ჩრდილოეთ კორეამ კესონში ორ კორეას შორის კავშირის ოფისის აფეთქება განახორციელა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან სატელეფონო ცხელი ხაზის მუშაობა შეწყვიტა.

ოფიციალურმა ფხენიანმა განაცხადა, რომ ორ კორეას შორის კავშირის ოფისში თიშავს საკომუნიკაციო ხაზებს, ასევე ორი ქვეყნის მთავრობებსა და სამხედროებს შორის მოქმედ საკომუნიკაციო ხაზებს.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031