17-06-2020
მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა გვარამია, 16:00 საათზე, გიორგი გაბუნიას სავარაუდო შეკვეთილი მკველობის საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იყო დაბარებული.
როგორც “აიპრესს” სუს-ში განუცხადეს, “ნიკა გვარამია უარი განაცხადა გამოკითხვაზე სუს-ში მისვლაზე. გვარამია სასამრთლოს გზით გამოკითვას მოითხოვს”.
შეგახსენებთ, “ფორმულამ” სუს-ის კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა.
მოგვიანებით, “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით მოგვიანებით გაავრცელა განცხადება. სადაც, აღნიშნულია რომ რუსეთის მოქალაქე დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე თუმცა, კონკრეტულად ვის მკველობას გეგმავდა ვასამბეკ ბოკოვი განცხადებაში არაფერია ნათქვამი.