გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გრიგორგი კარასინი: გიორგი კვირიკაშილის განცხადება სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობებში კონსტრუქციული წინსვლისკენ იყო მიმართული

29-03-2018

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშილის განცხადება სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობებში კონსტრუქციული წინსვლისკენაა მიმართული.
მისივე თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია კვირიკაშვილის მიმართვის ტექსტს უარყოფს.

„პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადება მიმართული იყო კონსტრუქციული და პოზიტიური წინსვლისკენ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობებში, ახალი გზების ძიებისკენ ჟენევის დისკუსიებში. შევაფასეთ, რამდენად რისკის შემცველია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული განცხადება, რომელმაც კვირიკაშვილის მიმართვის დეზავუირება მოახდინა და შეიძლება მოფიქრება, როგორ უნდა მოხვდეს ჟენევის დისკუსიის რეფორმირება. შეიძლება ტექსტს დათანხმდე ან არ დათანხმდე, მაგრამ ეს ორი თვე უნდა დავფიქრდეთ“ - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ პრემიერმა რუსეთის ხელისუფლების მისამართით განცხადება გაავრცელა.
„მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“ - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031