19-06-2020
ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი პირი და არა შემსრულებელი, შესაბამისად მას ეყოლება თანამზრახველი. თავდაპირველად სუს-ს ეს ეგონა უკრაინაში ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან პროვოკაცია და სერიოზულად არ აღიქვეს, თუმცა წყაროსგან მეორე ინფორმაციის მიხედვით, სუს-ი დაინტერესდა და სერიოზულად აღიქვეს ამბავი, - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან, გიორგი გაბუნიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„ბევრ ინფორმაციას გვაძლევენ მცდარს, მეგონა ამ ინფორმაციის მიზანი იყო, რომ ვყოფილიყავით დაზაფრულები და ჩემთვის უმძიმესი იყო ეს პერიოდი. მე რაც შემეძლო გიორგი გაბუნიას დაცვის გაძლიერების კუთხით, ყველაფერი გავაკეთე. ინფორმაციებს სხვადასხვა დანაშაულების შესახებ ვიღებ სუსის წყაროებისგან ძალიან ბევრს და ამას ვამოწმებ ხოლმე, თუმცა სუს-სვე არ ვატყობინებთ, რომ დაგვიდასტურონ“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, სასამართლოში დღეს გამოიკითხნენ. საქმე ეხება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებას. ამ ფაქტის მოკვლევის ფარგლებში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქეა დაკავებული. სუსი ამ დრომდე არ აკონკრეტებს, რა კავშირია სპეცოპერაციასა და გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობას შორის.