19-06-2020
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში დღეს, ოპოზიციის 6 საერთო მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა გახდა ცნობილი. პარტია გირჩშიო აცხადებენ, რომ გირჩი მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციური კანდიდატები არიან ეს მათთვის ბევრს არაფერს ნიშნავს და მხოლოდ ამის გამო კანდიდატების მხარდაჭერას არ აპირებენ.
კანდიდატები "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ წარადგინა.
ელენე ხოშტარია ვაკეში იყრის კენჭს, ნიკა მელია - გლდანში, გიორგი ვაშაძე - ისანში, ლევან ხაბეიშვილი - სამგორში, მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე, ნაძალადევში - შალვა ნათელაშვილი.
დიდუბე-ჩუღურეთსა და საბურთალოს ოლქებში კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.