გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისში ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

19-06-2020

ახალგაზრდა ქალს, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთიდანაა, კორონავირუსი დაუდასტურდა. მას კორონავირუსზე კვლევა მარნეულის პედიატრიულ კლინიკაში გაუკეთდა, სადაც ის ბავშვთან ერთად იმყოფება.

წინასწარი ინფორმაციით, არასრულწლოვანს კორნავირუსი არ უდასტურდება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 895 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 741 და გარდაცვლილია 14 პაციენტი.

პია

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930