გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

24-06-2020

საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

როგორც PIA.GE-ს საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს, სალონკში საქართველოს საკონსულომ ოფიციალური შეტყობინება მიიღო აღნიშნული ფაქტის შესახებ.

„ისინი მუდმივ კონტაქტზე არიან როგორც ადგილობრივ სამართალდამცავებთან, ასევე ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს მოკვლევა“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ბერძნულმა მედიამ გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ხანძრის შედეგად დაიღუპა. ადგილზე მისულ პოლიციას ქალი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის შესახებ სხვა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930