გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები მიმდინარეობს

24-06-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილენ გიორგი მაქარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ბაჩანა მარკოიშვილთან და სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა, ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.

1. სოფელ უწერაში- სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.

შემსრულებელი - შპს „ ჰიდროტექნოლოგიური ცენტრი“.
ჯამური ღირებულება - 339041,99 ლარი.
დაფინანსების წყარო - სახელმწიფო 100% , 5% ადგილობრივი ბიუჯეტი.

2. სოფელ ჯინჭვისში - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი - ი/მ გიორგი მეტრეველი
ჯამური ღირებულება - 15 000 ლარი.
დაფინანსების წყარო - 10 000 სახელმწიფო , 5% ადგილობრივი ბიუჯეტი.

3. სოფელ ხირხონისში - გზის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი - შპს „ სამშენებლო- სარემონტო სამმართველო- სევერო- ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“
ჯამური ღირებულება - 89680 ლარი.
დაფინანსების წყარო - სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.

4. სოფლებში: ნიგავზები, ფარავნეში, შეუბანი, წოლა და სევა - გარე განათების მოწყობა .
შემსრულებელი - შპს „ ონის სერვის ჯგუფი“
ჯამური ღირებულება - 58 000 ლარი.
დაფინანსების წყარო - 56 000 სახელმწიფო, 2000 ადგილობრივი ბიუჯეტი.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930