გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: მთავრობას აქვს 3-წლიანი გეგმა მიწების სისტემური რეგისტრაციის საბოლოოდ დასრულებისთვის

25-06-2020

"მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი, შემდგომი ეტაპი იწყება, რომელიც შეეხება 5 მუნიციპალიტეტს: თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 28 ადმინისტრაციულ ერთეულს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ 111 000 ჰა მიწა ფაქტობრივად მოწესრიგდება, ამისთვის უკვე დაფინანსება არსებობს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნეობაში.

„ფაქტობრივად, ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი ხარჯის გაღება, იუსტიციის სამინისტრო, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სრულად მოაგვარებს ამ საკითხს. ეს იქნება სრულად შექმნილი და სრულფასოვანი საკადასტრო მონაცემები, უფასოდ, საფასურის გარეშე რომელიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნეობაში, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, მთავრობას აქვს უკვე 3-წლიანი გეგმა გამოყოფილი ბიუჯეტით, იმისთვის, რომ ქვეყანაში სისტემური რეგისტრაცია საბოლოოდ დასრულდეს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031