გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: სრულად იქნება გარანტირებული, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი

25-06-2020

გადაწყვეტილება მშენებლობის სექტორის მიმართულებით, ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც წარვადგინეთ, ის პირველი ნაბიჯები, სამთავრობო დონეზე დადგენილების სახით დღეს იქნება მიღებული. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძენს საცხოვრებელ სახლს წლის ბოლომდე სახელმწიფო ნაწილობრივ უსუბსიდირებს იპოთეკურ პროცენტს, 5 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სისრულეში მოიყვანონ გადაწყვეტილება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ.


„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც მისცემს ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ, განახორციელონ. გარდა ამისა, ყველა ის ნაბიჯი, ღონისძიება, რომელიც მიმართულია მშენებლობის სტიმულირებისკენ, ძირითადად, მიმართული არის ჩვენი იმ 25 000 მოქალაქის კეთილდღეობისთვის, რომელთაც უკვე აქვთ იპოთეკური სესხი და სრულად იქნება გარანტირებული, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი, ამაზე მთავრობა და სახელმწიფო იზრუნებს,“- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930