გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ექსკლუზივი
„მაღლა ავიხედე და წამით მომეჩვენა, კალაძეს დავინახავდი, როგორ ურევდა დიდი ჩამჩით მოთუხთუხე ჯოჯოხეთს ზემოდან“

25-06-2020

ჟურნალისტი შორენა გონგლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„კალაძემ ფეიკების წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლას ვიწყებო. წინასწარ გეტყვით, მე ბრალმდებლობა უფრო გამომდის ვიდრე ადვოკატობა, ასე, რომ ხაბეიშვილის ადვოკატობა, ძალიანაც რომ შეხვეწოს მაინც ვერ გამომივა. ხაბეიშვილი იქით იყოს და... კალაძეს კი ერთი ნამდვილი ამბავი მინდა მოვუყვე...


ჯოჯოხეთში ვიყავი! აი, იმ ჯოჯოხეთში კი არა წვერიანები რომ გვაშინებენ, წითელთვალება ეშმაკები და რამე, არა, ნამდვილ ჯოჯოხეთში, აქ, გლდანში...რა გაცინებთ, ეგრეა არ გჯერათ? მოკლედ, სამი საათია დაწყებული და სახლიდან გამოვედი, მე-7 მიკროდან მეტრომდე რა მანძილია ბევრს ეცოდინება, მზე შუბისტარზეა, ჩრდილზე ზედმეტია ლაპარაკი, ისევე როგორც ტრანსპორტზე, სამაგიეროდ, ჩემს წინ კატოკი მიგორავს და უკვე მერამდენედ დაგებულ-აყრილ ასფალტს უკვე მეორე წელია კიდევ ერთხელ აგებს.


ზემოდან თაკარა მზე, ქვემოდან ცხელ-ცხელი ასფალტი, უნებურად მაღლა ავიხედე და ერთი წამით მომეჩვენა, რომ კალაძეს დავინახავდი, როგორ ურევდა დიდი ჩამჩით ზემოდან მოთუხთუხე ჯოჯოხეთს. თქვენი არ ვიცი მარა, გლდანელების საიმედოდ კი უნდა ვთქვა - იმედი არ მომკვდარა, იმედი არსებობს, წინ არჩევნებია... გიხაროდეთ!“- წერს ჟურნალისტი.


აღნიშნულ სტატუსს „ფეისბუქის“ კიდევ ერთი მომხმარებელი ეხმიანება, რომელიც წმინდა ბარბარეს უბნის (ე.წ. ზეემკის) დასახლების შესახებ წერს, სადაც ნაკადულის ქუჩა უკვე თვეებია ისეა გადათხრილი, რომ მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა დიდ სირთულეს წარმოადგენს.


„გინდა ზეემკის ჯოჯოხეთი? ჩემი ქუჩა არც ისე დიდია მაგრამ ისე გულმოდგინედ გადათხრილი მძღოლები მთელი მერიის მოხსენიებას ასწრებენ სანამ თავს დააღწევენ ორმოთა კარუსელს. ეს ხმოვანი შეტყობინებები ღია ფანჯრებში კარგად ისმის და თან ეთანხმები სახლში მოსული ფეხსაცმლიდან რომ კენჭებს აძრობ, გულმოდგინედ ეთანხმები...“-წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930