გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხვალ, ქუთაისის პროფკავშირული სკოლის დახურვის ღონისძიება გაიმართება

25-06-2020

ქუთაისში ხვალ, სასტუმრო "იმერი პარკ ჰოტელი"-ს ღია სივრცეში გაიმართება ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ავსტრიის პროფკავშირების ფედერაციის და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი პროექტის „რეგიონებისკენ! პროფკავშირული საგანმანათლებლო პროგრამა შრომითი უფლებების შესახებ თბილისის, აჭარის და იმერეთის რეგიონებში დასაქმებულთათვის“ ფარგლებში ჩატარებული ქუთაისის პროფკავშირული სკოლის დახურვის ღონისძიება.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და მისი მოადგილეები, ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლები, სკოლის მონაწილეები.

შეხვედრაზე განიხილება იმერეთის რეგიონში პროფკავშირულ სკოლის შედეგები, მიზნები და პერსპექტივები და მოხდება წარმატებული მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930