გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე მუშაობდნენ

25-06-2020

სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე მუშაობდნენ, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს დახმარება უკვე მიიღო 95 ათასმა მოქალაქემ.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი სურვილი და მიზანი არის, მივიდეთ თითოეულ მოქალაქემდე და ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე, იქნება ეს ჯანდაცვის კუთხით თუ სოციალური კუთხით. ჩვენ იძულებული გავხდით, 5 000 მოქალაქესთან გაგვეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, დამატებით მიგვეღო დოკუმენტაცია, რათა პროცესი წარმართულიყო სწორად.

მთავრობა ვალდებულია, აწარმოოს დოკუმენტაცია სწორად, ასევე ვალდებულია, მოითხოვოს ყველა საჭირო კომპონენტი, რომელიც შემდგომში არ დაბადებს კითხვებს. გარდა ამისა, ჩვენ გავაფართოეთ ბენეფიციართა წრე და ის დასაქმებულები, რომლებიც საქმდებოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში, მათზეც ვიზრუნებთ. უკვე შევიდა დადგენილებაში ცვლილებები, რითაც ამ ადამიანებსაც მიეცემათ საშუალება, რომ მიიღონ სოციალური დახმარება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

imedinews.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031