27-06-2020
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ანჯაფარიძის თქმით, ნაცებმა და მათმა სატელიტმა მედიამ გადაწყვიტეს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის სიკვდილი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.
როგორც ანალიტიკოსი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ამ თემას აიტაცებს და განავრცობს „ნაცების“ მომსახურე ტელევიზიების სამეული, რაც იქნება კიდევ ერთი ლუსტრატორი, როგორ ცდილობს ბოლო ხავსს ჩაებღაუჭოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გრძნობს, რომ კარგავს ქვეყანაში ამომრჩევლის მხარდაჭერას.
„ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს“ - ვერ მოხდება „ნაცმოძრაობის“ მისი განშტოებების შეცვლა, ვერანაირად. ნაცებმა და მათმა სატელიტმა მედიამ, როგორც სჩვევიათ და ეს, რაც უკვე არა ერთხელ ვნახეთ, გადაწყვიტეს ახალგაზრდა კაცის გიორგი შაქარაშვილი ტრაგიკული სიკვდილი, საკუთარი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ზუსტად ასეთივე სცენარით ცდილობდნენ სათავისოდ გამოეყენებინათ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია.
ამის მკაფიო მაგალითია მათ „მთავარ“ რუპორზე „გვარამვიზიაზე“ გასული სრულიად ამაზრზენი ე.წ. „ჟურნალისტური გამოძიება,“ შაქარაშვილის დაღუპვის გარემოებებზე და მცდელობა როგორმე ივანიშვილთან დააკავშირონ ეს ამბავი, რომელსაც რა თქმა უნდა არავითარი საერთო ჟურნალისტიკასთან არ აქვს და განხილვასაც კი არ საჭიროებს. ყველაფერი აგებულია სუბიექტურ განცდებსა და შეკვეთილ ნარატივზე. დიდი ალბათობით ამ თემას აიტაცებს და განავრცობს „ნაცების“ მომსახურე ტელევიზიების სამეული, მაგრამ ეს იქნება კიდევ ერთი ლუსტრატორი, თუ როგორ ცდილობს ბოლო ხავსს ჩაებღაუჭოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გრძნობს, რომ კარგავს ქვეყანაში ამომრჩევლის მხარდაჭერას და რაც კი დარჩენია, ეს არის ის ჰებელსის საუკეთესო ტრადიციებში დეზინფორმაციის გავრცელება. თუმცა იგივე ჰებელსი ამბობდა რომ პროპაგანდა ძალას კარგავს როგორც კი ნამეტანი აშკარა ხდებაო”, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.