30-06-2020
"ფაქტი თავისთავად საინტერესოა ბუნებრივია და უნდა იყოს ყურადღების ქვეშ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს მოეფინება საბოლოოდ ნათელი. ამის ნიშნები იყო ქვეყნის შიგნითაც სხვა პიროვნებებიც იყვნენ რომლებიც ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იმის თაობაზე, რომ მათ უფრო ადრე შეიტყვეს მოყოლილთან დაკავშირებით თუმცა არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. იგივე თუ გამოიკვეთება სააკაშვილთან მიმართებაში, ბუნებრივია, ესეც უნდა გახდეს ინტერესის საგანი. ჩვენ მიჩვეული ვართ ასეთი ადამიანებისგან ნებისმიერი ტიპის კრიმინალს, აქედან გამომდინარე, დასაშვები, რა თქმა უნდა, არის ნებისმიერი ასეთი ქმედება”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ უკრაინელი ჟურნალისტების, ოლეგ დეინეკასა და ვალერი ტოვმაჩის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ჟურნალისტები მიხეილ სააკაშვილს მკვლელობის მცდელობის სამზადისის შესახებ ინფორმაციის დამალვასა და უცხოურ აგენტურასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.