30-06-2020
კიევში პოლიციამ სახლების ძარცვაში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია ბანდიტური დაჯგუფების ოთხი წევრი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის საქართველოს ორი მოქალაქეცაა. მათი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. მძარცველები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.