გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: გაგრძელდება ახალგაზრდების ხელშეწყობა და ის პროგრამები, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას და ახალგაზრდების ჩართულობას ეხება

1-07-2020

გონიოს-აფსაროსის ციხეში ახალგაზრდების მხარდაჭერის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ახალგაზრდული ეკონომიკის გაუმჯობესებისების მექანიზმები და ისეთი პროექტები, როგორიცაა ახალგაზრდული ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა, კარიერული განვითარების ხელშეწყობა და მოხალისეობრივი საქმიანობა.

პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა პანდემიის დროს მოხალისეობრივი საქმიანობისთვის.

ევროპის რეგიონთა ასამბლეამ და ხმელთაშუა ზღვის კავშირის ქვეყნებმა აჭარა ახალგაზრდული მოხალისეობის წარმატებულ მაგალითად აღიარეს ევროპაში. პანდემიის პერიოდში ახალგაზრდული ცენტრი წითელ ჯვართან ერთად მოხალისეობრივ და საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებდა.

,,მადლობა მინდა გადაგიხადოთ პანდემიის დროს გაწეული საქმიანობისთვის, რაც ძალიან პირნათლად და მაღალი პასუხისმგებლობით შეასრულეთ.

პროექტები, რომელიც გვქონდა დაგეგმილი უნდა გაგრძელდეს, ისე, რომ ჩვენ მოვახდინოთ მორგება ახალ რეალობასთან. გაგრძელდება ახალგაზრდების ხელშეწყობა და ის პროგრამები, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას და ახალგაზრდების ჩართულობას ეხება. ახალგაზრდული ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის ფარგლებში 10 ათასი ლარით დაფინანსდება ახალგაზრდული ბიზნეს და სამეწარმეო იდეები. კონკრეტული გრანტები მისცემს საშუალებას ახალგაზრდებს, რომ ახალი სტარტაპები, ინოვაციები განახორციელონ. ეს გამოწვევა, რომელიც მთელ მსოფლიოშია, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც, უნდა შეძლოთ რომ ფინანსური მხარდაჭერით, კონკრეტულ შედეგებში გადაიყვანოთ“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და შპს „სტადიონის“ ერთობლივი პროექტის თანახმად, ბათუმის ახალი სტადიონის საპარკინგე სივრცეში მალე Drive In კინოთეატრი მოეწყობა.

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ერთი წლის წინ დაფუძნდა. ცენტრმა არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. პანდემიის პერიოდში აჭარაში 30 ათას ოჯახს სასურსათო კალათა, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცეს. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930