გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის ბულვარის მოიჯარეებს ფართები დამატებით ოთხი თვის ვადით პირდაპირი წესით გადაეცემათ

1-07-2020

ბათუმის ბულვარის ყოფილ და მოქმედ მოიჯარეებს, ფართები დამატებით ოთხი თვის ვადით პირდაპირი წესით გადაეცემათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარემ მოიჯარეებს პირადად გააცნო.

,,პანდემიის ფონზე, სამწუხაროდ, სრულყოფილად ვერ ტარდება ტურისტული სეზონი, რამაც უამრავ ადამიანს შეუქმნა პრობლემა, მათ შორის მოიჯარეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომელიც ერთგვარი შეღავათი იქნება, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, რომ ეს სეზონი მინიმალური დანაკარგებით გაიარონ“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის მთავრობის შუამდგომლობით თვითმმართველობებმა უკვე იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება ბულვარის მოიჯარეებისთვის, პირდაპირი წესით, საშეღავათო პირობებით ხელშეკრულებების გაგრძელებაზე.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031