1-07-2020
„ევროპელი ჟურნალისტების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება და იმ მიღწევებზე საუბარი აღარ არის გასაკვირი. ძალიან საინტერსო სტატიაა, სადაც მითითებულია ის კონკრეტული მიღწევები, რომელი საქართველოს გააჩნია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ გამოცემა atlantico-ში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, სტატიაში ძალიან საინტერესო შედარებებია მოყვანილი, მაგალითად საინვესტიციო გარემოს კუთხით საქართველო დანიასთან არის შედარებული და ამ კუთხით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნაა ევროპაში.
„რა თქმა უნდა, საუბარია სხვა მიმართულებებზეც. ვიმედოვნებ, რომ ასეთი ტემპი არ დავარდება ჩვენი ქვეყნის განვითარების და მისწრაფებების ევროინტეგრაციის მიმართულებით და უფრო ბევრი საინტერსო სტატია იქნება მომავლში იმ ახალ მიღწევებზე, რომელიც ქვეყანას ექნება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.