3-07-2020
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანში მოხუცი ქალი ხანძარს ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქალი იმ დროს დაიწვა, როცა დასუფთავების მიზნით საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ბალახს წვავდა. ადგილობრივების თქმით, ცეცხლი უცებ აალდა და მოხუცმა თავის დაღწევა დროულად ვეღარ შეძლო. ხანში შესული ქალი მიღებული დამწვრობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
მომდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.