5-07-2020
ენგურის ხიდთან ადიდებულმა მდინარემ 4 ქალი იმსხვერპლა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ქალები გალის რაიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას რუხის ხიდთან ახლოს, მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ მდინარე ადიდდა და მათ წყლისგან თავის დაღწევა ვეღარ შეძლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალბატონები გალის რაიონში სიგარეტის გადმოსატანად იმყოფებოდნენ. მათივე თქმით, ცხედრები ოკუპირებულ სოფელ თაგილონშია დასვენებული.
" გუშინ ღამით 4 ქალბატონი გადმოვიდა, ცხედრები თაგილონში არის დასვენებული. სიგარეტი გადმოჰქონდათ აქეთ"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.