5-07-2020
ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება.
6 ივლისს, 08:00 საათზე, ქ. თბილისის #175-ე საჯარო სკოლაში (ბ კორპუსი) გახსნილ საგამოცდო ცენტრს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე ეწვევა, რომელიც საგამოცდო პროცესის მსვლელობას ადგილზე დააკვირდება.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოცდო პროცესზე მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის უსაფრთხო და შეუფერხებელი საქმიანობის წესები განისაზღვრა: არსებული ვითარების გათვალისწინებით, დროებით შეიზღუდება სარეგისტრაციო სივრცეში მედიის წარმომადგენლების შესვლა. მათ შესაძლებლობა ექნებათ, გადაიღონ მონაწილეთა გამოცდაზე შესვლის/გამოსვლის პროცესი მხოლოდ გარე პერიმეტრიდან. ინტერვიუების ჩაწერაც მხოლოდ შენობის გარეთ მოხდება.