გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, შესამოწმებლად გადაყვანილ ნარკომომხმარებელთა რიცხვი განახევრებულია

2-04-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ეხმაურება. მეზვრიშვილის განცხადებით, ნარკომომხმარებელთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეშფოთება საფუძველს მოკლებულია. 
"მნიშვნელოვანია, ასევე, სახალხო დამცველის რეკომენდაციები ნარკოდანაშაულთან მიმართებით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შესამოწმებლად გადაყვანილ ნარკომომხმარებელთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეშფოთება საფუძველს მოკლებულია. მხოლოდ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ეს ციფრი განახევრებულია და 2013 წელთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული. შემოწმების მეთოდების დახვეწასა და ზოგადად ნარკოპოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში. გადაიხედება დოზები, შემცირდება სასჯელები", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930