7-07-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან18 საათამდე შეზღუდვა სოფელი ტაბახმელას, ორხევის დასახლების, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მახათას მთის, ცაიშის, მეუნარგიას, ქურდიანის, ზაქრაძის, ზაზიშვილის, კედიას, ფიროსმანის, პეტრიწის, მუხაძის და ესენინის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 12 საათამდე ნავთლუღის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, მათიაშვილის, ქობულაძის, ჩოჩუას და კობცოვის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10:30 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სამრეწველო დასახლების, გეთიას და ჯანელიძის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 18 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის და არაყიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 17 საათამდე კი შმიდტის, საირმის, ბურძგლას, ცაგარელის, მიცკევიჩის და გოძიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.