გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

2-04-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და უბნებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის მოედნის, სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ბაგების დასახლების, სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ჟორდანიას, ლომინაძის, სურგულაძის, ღოღობერიძის, თელეთის, უჩანეიშვილის, იმედაძის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, ჭედიას, შუშის, შეშელიძის, ხევძმარის, ხიზაბავრის, გობრონიძის, ხიზანიშვილის, ქერჩის, გოგიაშვილის, რაზიკაშვილის კოსტავას, ბახტრიონის, სულაკაურის, იოსებიძის, ცემის, თევდორე მღვდლის, ხვიჩიას და საბურთალოს ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას პოლიტკოვსკაიას, მინდელის და ანჯაფარიძის ქუჩების, 11 საათიდან 14 საათამდე პეტრე იბერის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების, 12 საათიდან 15 საათამდე სოფელი დიღმის და სტრაბონის ქუჩის, 11 საათიდან 17 საათამდე ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, 11 საათიდან 13 საათამდე კი მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები.


ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა ხუდადოვის, ღუდუშაურის, მიხეილ მესხის, გურამ ასათიანის, ტყეკულტურის და სტურუას ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის და გვაზაურის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930