გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბათუმის პორტის რამდენიმე თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო

2-04-2018

ბათუმის საზღვაო პორტის თანამშრომლებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციაში 6 ადამიანი მონაწილეობს. პროტესტის მიზეზია საზღვაო ნავსადგურში დაწყებული რეორგანიზაცია, რომლის გამოც, რამდენიმე ხნის წინ სამსახურიდან დაითხოვეს საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლები.


აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ უსამსახუროდ დარჩენა ემუქრება არასაპენსიო ასაკის თანამშრომლებსაც. თავის მხრივ, ბათუმის პორტის ადმინისტრაცია რეორგანიზაციას გარდაუვალს უწოდებს და თანამშრომლებს პირობებზე მოლაპარაკებას სთავაზობს. ბათუმის საზღვაო ნავსადგურს მართავს ბათუმის ნავთობტერმინალი, რომლის მფლობელი 2008 წელს გახდა ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის, „ყაზმუნაიგაზ“-ის შვილობილი კომპანია „ყაზტრანსოილი.“





radiotavisufleba.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031