გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიეგო კოლასი აჭარას სტუმრობს

12-07-2020

აჭარას საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი სტუმრობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა და რეგიონის კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობები, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვნი პროექტები გააცნო.

,,აჭარაში ვმასპინძლობთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები სახელმწიფოები კარგად იცნობდნენ ჩვენს რეგიონს, მის ტურისტულ პოტენციალს. ვუერთდებით კამპანიას - ,,იმოგზაურე საქართველოსთვის“, რომელიც შიდა ტურიზმის სტიმულირებას ისახავს მიზნად.

დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარვმართოთ მიმდინარე ტურისტული სეზონი” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ საფრანგეთის ელჩთან შეხვედრისას.

საქართველომ ევროპის 5 ქვეყანასთან მათ შორის საფრანგეთთან უპირობოდ გახსნა საზღვები. საფრანგეთის ელჩი გაეცნო კულტურულ დანისტორიულ ღირშესანიშნაობებს აჭარაში, დაათვალიერა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, პეტრას და გონიო-აფსაროსის ციხე, ბათუმის ბულვარი, რომელიც უკავშირდება მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი მებაღის მიშელ დალფონსის მოღვაწერობას ბათუმში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031