გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ ხაშურის რაიონის სოფელ ალში მომხდარი ჯგუფური ცემის ფაქტზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

15-07-2020

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ხაშურის რაიონის სოფელ ალში მომხდარი ჯგუფური ცემის ფაქტზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სოფელ ალში მომხდარი ჯგუფური ცემის ფაქტზე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 11 ივლისს, ხაშურის რაიონის სოფელ ალში, დ.დ.-მ, ს.ნ.-მ და ხ.ნ.-მ, ჯგუფურად ჩაიდინეს ძალადობა 73 წლის მ.ფ.-ს მიმართ, რა დროსაც დაზარალებულს მიაყენეს დაზიანებები.

სამართალდამცველებმა დ.დ., ს.ნ. და ხ.ნ., 2020 წლის 13 ივლისს დააკავეს.

ხაშურის რაიონულმა პროკურატურამ სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფური ცემა) წარუდგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930