გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროფესიული სტუდენტები და კურსდამთავრებულები პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

16-07-2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშილმა, მარნეულის კოლეჯის იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს მარნეულისა და ბოლნისის კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში მუშაობდნენ, სიმბოლური საჩუქრები გადასცა.


მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მოადგილემ მადლიერება და პატივისცემა გამოხატა კოლეჯის სტუდენტების მიმართ, ხაზი გაუსვა მათი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და ზოგადად პროფესიული განათლების მნივნელობას ქვეყნის განვითარების საქმეში. ,,დღეს პროფესიულმა განათლებამ დაამტკიცა, რომ შეუძლია შექმნას უდიდესი ღირებულება საზოგადოებისთვის, მას შეუძლია გაზარდოს გმირები, მის წიაღში შეიძლება არსებობდნენ საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი, დასაყრდენი ადამიანები და ეს დღეს სახეზე გვაქვს ჩვენი ახლგაზრდების სახით"- განაცხადა თამარ ქიტიაშილმა.


აღსანიშნავია, რომ მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დროს, ქვემო ქართლის რეგიონის სხვადასხვა კლინიკებში მანრნეულის კოლეჯის პროფესიული სტუდენტები და კურსდამთავრებული სიცოცხლის რისკის ფასად მედპერსონალთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ.


მინისტრის მოადგილესთან ერთად ღონიძიებაში მონაწილეოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.


შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 10 აგვისტომდე მიმდინარეობს პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია. მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ვებ-გვერდზე https://vet.emis.ge/.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930