16-07-2020
საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ყვარელში, სამონასტრო კომპლექსი „ნეკრესის“ მიმდებარე გზატკეცილზე 8 ნომრიანი, დაახლოებით 4 ვარსკვლავის დონის სასტუმრო აშენდა. სასტუმროს საკუთარი მარანი, სადეგუსტაციო კუთხე და რესტორანი აქვს. სასტუმროში მოგვიანებით საკონფერენციო დარბაზიც მოეწყობა. პროექტის ღირებულებამ ჯამში 1 200 000 ლარი შეადგინა, საქართველოს ბანკის ინვესტიცია 350 000 ლარია. „მეღვინეობა ნეკრესს“ 15 ადამიანი ყავს დასაქმებული.
„საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერის მიზნით მცირე ზომის ბიზნესების დაფინანსებას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით კომპანიამ პატარა სასტუმროს აშენება და მასში მარნისა და რესტორნის განთავსება შეძლო. მიგვაჩნია, რომ ასეთი პროექტების განხორციელება რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სექტორის წახალისებას. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.