18-07-2020
ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სიის ნომრით რომელი ვიქნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მაჟორიტარობაზე არ უფიქრია. „მესმის, რომ აქ გარკვეული ინტერესია, რაღაც ინტრიგა, დაველოდოთ ცოტა ხანი. მე, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სიის ნომრით რომელი ვიქნები. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.