გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყირიმ-კონგოს ცხელებით იმერეთში კაცი გარდაიცვალა

19-07-2020

ყირიმ -კონგოს ჰემორაგიული ცხელებით იმერეთში საშუალო ასაკის კაცი გარდაიცვალა.

ფაქტს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე ადასტურებს. კაცი წყალტუბოს მკვიდრია. ინფიცირების წყარო უცნობია.

„აღნიშნული დაავადება იმერეთის რეგიონში იშვიათია. ყირიმ-კონგოს დაავადება ჰოელომას ტკიპის ნაკბენით გადადის და შემთხვევა სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანებში გვხვდება“,- განაცხადა გიორგიძემ.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031