გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით რეისებს „ეარ ფრანსი“ აგვისტოდან შეასრულებს

21-07-2020

აგვისტოს დასაწყისიდან ავიაკომპანია „ეარ ფრანსს“ თბილისი-პარიზის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით შეეძლება რეისების შესრულება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული და ამის შესახებ კომპანიასაც ეცნობება. ფრენების დაწყების ზუსტ თარიღს თავად კომპანია გადაწყვეტს. „ეარ ფრანსის“ რეისები პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში შესრულდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, გრძელდება მოლაპარაკებები „ეარ ბალტიკთან“, რომელმაც რეგულარული რეისები უნდა შეასრულოს რიგა-თბილისის მიმართულებით და ამაზეც გადაწყვეტილება უახლოეს ხანებში იქნება მიღებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031