გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ვინ შეახვედრა ერთმანეთს პირველად 2003 წელს ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი და რა შესთავაზა ივანიშვილმა ახალ ხელისუფლებას

24-07-2020

"ხალხის პარტიის" ლიდერის, კობა დავითაშვილის განცხადებით, ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს პირველად მან შეახვედრა, თუმცა ამ შეხვედრამდე ივანიშვილს ის თავადაც რამდენჯერმე პირადად შეხვდა.


ეს განცხადება კობა დავითაშვილმა გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში გააკეთა.


"როდესაც პირველად ბიძინა ივანიშვილს შევხვდი, მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" არ არსებობდა და ე.წ. რეფორმატორების გუნდში, ჟვანია-სააკაშვილთან ერთად ვიყავი. შეხვედრა მისი (ბიძინა ივანიშვილის რედ.) ინიციატივა იყო, იმ დროს ძალიან აქტიურად ვჩანდი, რადგან შევარდნაძის იმპიჩმენტის საკითხზე 120 ხელმოწერა შევაგროვე უმრავლესობაში და მეტსახელად "იმპიჩმენტაც" კი შემარქვეს.


ეს დაახლოებით 2000 წელი იყო. შეხვედრის დეტალები არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ "თავკვერი" ჩავუტანე, ჩემი ოჯახის ღვნიო. ამის მერე ორ-სამჯერ ისევ შევხვდით ერთმანეთს.


მოლედ, პირველ შეხვედრაზე გავიცანი, მეორეზე ღვინო დავლიეთ, მესამე შეხვედრა კი 2003 წელს შედგა, ისევ მისი ინიციატივით. გამოთქვა სურვილი, რომ აქტიურად დახმარებოდა ახალ ხელისუფლებას, მათ შორის ისაუბრა ფონდის იდეაზეც. უფრო სწორად, სიტყვამ მოიტანა და მე ვუთხარი, სოროსი აპირებს ფონდის გაკეთებას, რათა მარალჩინოსნებში კორუფცია ავიცილოთ თავიდან - მეთქი.


ჰოდა ივანიშვილმა განაცხადა, რა საჭიროა სოროსი, როცა მეც შემიძლია იგივე გავაკეთოო. ამ დროს უკვე ვიცოდი, რომ მზადდებოდა პირველი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც პარლამენტი შესუსტდა, ხელისუფლების გადანაწილების პრინციპი დაირღვა და ვატყობდი, ჩემი ოპოზიციაში გადასვლის ალბათობა მაღალი იყო" - განაცხადა დავითაშვილმა.


ჟურნალისტის კითხვაზე, შეცდომა ხომ არ დაუშვით, რომ ეს ივანიშვილს არ უთხარით? - კობა დავითაშვილმა უპასუხა:


"ეს ივანიშვილთან არ მითქვამს, მაგრამ შევთავაზე, ამ საკითხის განხილვა პირადად სააკაშვილთან ღირს - მეთქი. მერე ისინი ერთმანეთს შევახვედრე, ამ ყველაფერს ირგანიზება გავუკეთე, მაგრამ მე არ დავსწრებივარ. ასე, რომ კოალიციაში ივანიშვილს ყველაზე ადრე მე ვიცნობდი".


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge-ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930