გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: სტიქიით დაზარალებულებს მაქსიმალურად დავეხმარებით - ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად გაკეთდება

29-07-2020

„ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. იგი საკმაოდ დიდია, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული, არამედ მოსახლეობის მიერ განცდილიც. ამ ყველაფერს დავითვლით და მაქსიმალურად დავეხმარებით ყველა ადამიანს, რომ მიყენებული ზარალი აუნაზღაურდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონალური განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.


მისივე თქმით, რაჭაში უკვე დაწყებულია სამუშაოები და ახლა, ერთ-ერთი მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს.


„მხოლოდ მდინარე რიონი კი არ არის ადიდებული, არამედ ყველა მცირე შენაკადი. სოფელ ღებიდან 11 კილომეტრში ხიდია წაღებული. მთლიანობაში 12 სოფელია მოწყვეტილი და ეს არის 2000 ადამიანი, რომლებიც ასევე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ასევე, 10 ხიდია მეტ-ნაკლებად დაზიანებული. ზოგგან ხიდთან მისასვლელი გზის ნაწილია მთლიანად წაღებული. არის შემთხვევები, სადაც გზაზე 250-მეტრიანი გზის მონაკვეთია წყლისგან წაღებული. უკვე დაწყებულია სამუშაოები და ერთ-ერთი მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს“, - განაცხადა სუბარმა.


როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აღნიშნავს, ამ დროისთვს სტიქიის ზონიდან გამოსვლის აუცილებლობა არავისთვის არ არის და მოქალაქეებს ვერტმფრენის დახმარებით გაეწევათ დახმარება გადაუდებელი სიტუაციის შემთხვევაში.


„უმრავლესობისთვის სტიქიის ადგილებიდან გამოსვლა აუცილებლობა არ არის. მომარაგების პრობლემა არ აქვთ. გვქონდა ინფორმაცია ერთ ადამიანთან დაკავშირებით, რომ გადაუდებლად ესაჭიროებოდა წამალი. ეს მედიკამენტი ვერტმფრენში გვაქვს და მივაწვდით. ასევე, მოგვაწოდეს ინფორმაცია არასრულწლოვანთან დაკავშირებით, რომლის კვება იყო პრობლემა და ამას მივაწვდით. ასე, რომ საჭიროებების მიხედვით ვიმოქმედებთ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ტექნიკა მობილიზებულია და ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად გაკეთდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930