გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„დიდად ვაფასებ თქვენს ღვაწლს და ჩვენ ვაფასებთ საქართველოს“ - გიორგი გახარიამ კონგრესმენ ჯო ვილსონის წერილი მიიღო

29-07-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კონგრესმენის, სამხრეთ კაროლინის წარმომადგენელ ჯო ვილსონის წერილი მიიღო, რომელსაც ერთვის კონგრესისადმი მისი მიმართვის ტექსტი სახელწოდებით - "საქართველოს დემოკრატიული წინსვლა".

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! სიამოვნებით გიგზავნით 2020 წლის 25 ივნისით დათარიღებულ კონგრესის სხდომის ოქმის ჩანაწერის ასლს, რომელშიც ასახულია ჩემი გამოსვლა თემაზე - „საქართველო წინ მიიწევს დემოკრატიული თვალსაზრისით“ და რომელშიც თქვენ გახსენებთ. ჩემთვის პატივია წარმოვადგენდე სამხრეთ კაროლინის მეორე ოლქს კონგრესში და დიდად ვაფასებ თქვენს ღვაწლს. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს“, - მიმართავს კონგრესმენი ვილსონი გიორგი გახარიას.

წერილობით მიმართვაში, რომელიც ჯო ვილსონმა კონგრესში 25 ივნისს გააგზავნა, კონგრესმენი ხაზს უსვამს საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და წარმატებით მიმდინარე საარჩევნო რეფორმას.

„ქალბატონო სპიკერო, მიმდინარე კვირა საოცარი გამოდგა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიული წინსვლის თვალსაზრისით, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით წარმართულ პროცესში მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმების პარლამენტში დამტკიცებისკენ პირველი ნაბიჯი გადაიდგა. ქართველი კანონმდებლების მიერ მიმდინარე კვირის განმავლობაში დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებები შერეულ საარჩევნო სისტემას შექმნის საქართველოში, რაც კომპრომისია ქვეყნის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს შორის 8 მარტით დათარიღებული შეთანხმებისთვის განხილულ ვარიანტებს შორის. საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მნიშვნელოვანი რეფორმის დამტკიცება მეტყველებს საქართველოს ერთგულებაზე დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ამერიკელი ხალხი აფასებს გაბედულ ქართველ კანონმდებლებს, რომლებმაც 8 მარტის შეთანხმებას დაუჭირეს მხარი. ყოველივე ეს მოიცავს მიმდინარე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვან საარჩევნო რეფორმებს, თუმცა ასევე ეხება სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევების დაუშვებლობის ძალისხმევას. ამგვარად შეძლებს საქართველო მიღწეული წინსვლის დაცვას და საკუთარი თავისთვის იმის კიდევ ერთხელ დამტკიცებას, რომ რეგიონში დემოკრატიული გარდაქმნის თვალსაზრისით უდავოდ წარმატებული ქვეყნის მოდელია“, - აღნიშნავს კონგრესმენი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031